რა პირობები ვრცელდება ამ პრომო კოდებზე?
ვრცელდება OpenAI-ის მომსახურების პირობები. პრომო კოდების გამოყენებით ეთანხმებით, რომ ისინი უნდა გამოიყენოს განსაზღვრულმა აუდიტორიამ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ; დაუშვებელია მათი დუბლირება, გაყიდვა ან გადაცემა; OpenAI-მ მათზე შეიძლება დამატებითი პირობები გაავრცელოს; მათი გადაცვლა ნაღდ ფულზე, სხვა კრედიტებზე ან ქულებზე შეუძლებელია და მათ შეიძლება გამოყენებამდე გაუვიდეთ ვადა.
თითოეულ გამომწერს მხოლოდ ერთი კოდის გამოყენება შეუძლია. საეჭვო ბოროტად გამოყენების ან თაღლითობის შემთხვევაში, ან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესასრულებლად, ვიტოვებთ უფლებას თანხის ანაზღაურების გარეშე გავაუქმოთ ან შევწყვიტოთ პრომო კოდების მოქმედება, თქვენ მიერ ChatGPT სერვისის გამოყენება და/ან თქვენი ანგარიში.
თქვენს ოპერატორთან დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დამატებითი წესებიც მოქმედებდეს.
ვის შეუძლია ამ აქციით სარგებლობა?
ზოგი აქცია განკუთვნილია მხოლოდ ChatGPT-ის ახალი გამომწერებისთვის — მათთვის, ვისაც აქამდე არასდროს ჰქონია ChatGPT Go, Plus ან Pro გამოწერა — ზოგი აქციით კი ChatGPT-ის არსებულ გამომწერებსაც შეუძლიათ სარგებლობა. გაეცანით კამპანიის დეტალებს, რადგან შესაძლოა მოქმედებდეს კამპანიისთვის განსაზღვრული სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმებიც.
როგორ გამოვიყენო პრომო კოდი?
მიიღეთ კოდი პარტნიორისგან (მაგალითად, SMS-ით ან მისი პორტალის მეშვეობით). გადადით მოწოდებულ უნიკალურ ბმულზე, შედით სისტემაში ან შექმენით ChatGPT-ის ახალი ანგარიში. თუ პირობებს აკმაყოფილებთ, შესაბამის დადასტურებას იხილავთ. შემდეგ გადადით გადახდაზე, სადაც ფასდაკლება ავტომატურად იქნება გამოყენებული.
ჩემმა პრომო კოდმა არ იმუშავა. შეგიძლიათ სხვა კოდი გამომიგზავნოთ?
არა, OpenAI პრომო კოდებს ხელახლა არ გასცემს. სხვა კოდის მისაღებად დახმარებისთვის მიმართეთ პარტნიორს, რომელმაც კოდი მოგცათ.
რა ვქნა, თუ მივიღებ შეცდომის შეტყობინებას, რომ პირობებს არ ვაკმაყოფილებ?
ამის გავრცელებული მიზეზებია: უკვე გაქვთ ChatGPT-ის გამოწერა (Go, Plus ან Pro), ადრე ისარგებლეთ მსგავსი პრომო შეთავაზებით, კოდს ვადა გაუვიდა ან აქცია არ მოქმედებს თქვენს რეგიონში ან გადახდის არჩეული მეთოდით. თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა უსაფუძვლოდ მიიღეთ, დეტალების მითითებით დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას მისამართზე help.openai.com.
შემიძლია ჩემი პრომო კოდი მეგობრებს ან ოჯახის წევრებს გავუზიარო?
თითოეული პრომო კოდი განკუთვნილია ერთი მომხმარებლისთვის და დაუშვებელია მისი სხვისთვის გადაცემა ან ნაღდ ფულზე გაყიდვა. ზოგი პარტნიორი თითოეული გამომწერის ანგარიშისთვის უნიკალურ კოდს გასცემს, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით თქვენი პარტნიორის სარეკლამო მასალებს.
გადახდის რომელი მეთოდებია მისაღები?
როგორც წესი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT Go-ს გადახდის სტანდარტული მეთოდები (საკრედიტო ან სადებეტო ბარათი ან ციფრული გადახდის ზოგიერთი საშუალება). ზოგიერთი აქციის ფარგლებში გადახდა შესაძლოა Google Play Store-ის გადახდის მეთოდებითაც შეგეძლოთ. ზოგიერთი აქციის ფარგლებში გადახდის მეთოდების არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს. გაეცანით პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ან გადახდის გვერდს.
ChatGPT Go-ს საფასური დაუყოვნებლივ ჩამომეჭრება?
თითოეული აქციის პირობები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ზოგი აქცია უფასო საცდელი პერიოდით იწყება, ზოგი — ფასდაკლებით, ზოგი კი — სრული ფასით, რის შემდეგაც სპეციალური შეთავაზება ამოქმედდება. გაეცანით კონკრეტულად თქვენი აქციის პირობებს. კამპანიის მიხედვით, ზოგი გამოწერა აქციის დასრულების შემდეგ ავტომატურად განახლდება სტანდარტული ყოველთვიური ტარიფით, ზოგი კი ავტომატურად არ განახლდება. გაეცანით თქვენი კამპანიის დეტალებს და, თუ არ გსურთ ავტომატურად განახლებადი გამოწერის გაგრძელება, გააუქმეთ ის პირველი ანგარიშსწორების თარიღამდე.
შემიძლია გამოწერის გაუქმება აქციის დასრულებამდე?
დიახ. ზოგი პრომო შეთავაზების გააქტიურება ვებსაიტზეა შესაძლებელი და მისი გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებსაიტზე, თქვენი ChatGPT ანგარიშის პარამეტრებიდან. ზოგი პრომო შეთავაზების გააქტიურება ChatGPT-ის მობილურ აპშია შესაძლებელი და მისი გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობილურ აპში, თქვენი ChatGPT ანგარიშის პარამეტრებიდან. თუ აქცია უფასო იყო, გაუქმებისთანავე შეიძლება წვდომა დაკარგოთ. თუ აქცია ფასდაკლებით სარგებლობას ითვალისწინებდა, წვდომა შეგინარჩუნდებათ მიმდინარე ფასიანი საანგარიშსწორებო ციკლის დარჩენილი დროის განმავლობაში. გაუქმების შემდეგ იმავე პრომო კოდს ხელახლა ვეღარ გამოიყენებთ. გაუქმების შემდეგ გამოწერის ხელახლა გააქტიურება აქციის ფასს არ აღადგენს, თუნდაც აქციის მოქმედების პერიოდში ხელახლა გამოიწეროთ. აქციის პერიოდი ზედიზედ თვეების განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.
სად შემიძლია დამატებითი დახმარების ან მხარდაჭერის მიღება?
ეწვიეთ ჩვენს დახმარების ცენტრს ან ChatGPT-ის ინტერფეისში აირჩიეთ „დახმარება & ხშირად დასმული კითხვები“. თუ შეცდომას წააწყდებით ან დახმარება დაგჭირდებათ, მიუთითეთ რაც შეიძლება მეტი დეტალი.
რა მოხდება აქციის პერიოდის დასრულების შემდეგ?
კამპანიის პირობების მიხედვით, ზოგი გამოწერა გაუქმებამდე ავტომატურად განახლდება ყოველთვიურად ChatGPT Go-ს სტანდარტული ტარიფით, ზოგი კი ავტომატურად არ განახლდება. თუ თქვენი აქცია ავტომატურ განახლებას ითვალისწინებს და გაგრძელება არ გსურთ, გააუქმეთ გამოწერა აქციის პერიოდის დასრულების შემდეგ პირველი ანგარიშსწორების თარიღამდე.
