Prism-ში პრობლემების მოგვარება და დახმარების მიღება
Prism არის მოწინავე მოდელებზე აგებული, ერთობლივი მუშაობისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული LaTeX სამუშაო სივრცე, რომელიც მკვლევრებს ეხმარება, უფრო სწრაფად იფიქრონ, წერონ და დახვეწონ ნამუშევარი. მასში ჩაშენებული ინტელექტი სამეცნიერო მუშაობას აჩქარებს და უფრო სიღრმისეულს ხდის.
ამ სახელმძღვანელოში აღწერილია გავრცელებული პრობლემების მოგვარების გზები და დამატებითი დახმარების მიღების საშუალებები.
როგორ მივიღოთ წვდომა Prism-ზე
Prism ხელმისაწვდომია prism.openai.com-ზე ყველა მომხმარებლისთვის, ვისაც აქვს Free, Go, Plus ან Pro ChatGPT ანგარიში და ვინც არ არის და არც ყოფილა Business ან Enterprise სამუშაო სივრცის წევრი. უახლოეს მომავალში წვდომას გავაფართოებთ Business-ზე, Enterprise-სა და Edu-ზე.
1. Prism-ის ჩაშენებული ინტელექტის გამოყენება
Prism მოიცავს უშუალოდ რედაქტორში ჩაშენებულ ასისტენტს, რომელიც OpenAI-ის მოწინავე მოდელებით მუშაობს. მას ესმის თქვენი დოკუმენტის კონტექსტი და რედაქტორიდან გაუსვლელად შეუძლია LaTeX-ის შექმნაში, შეცდომების დიაგნოსტიკასა და შესწორებების შეთავაზებაში დაგეხმაროთ. მასზე წვდომა სამუშაო სივრცის ქვედა ნაწილში მდებარე პანელიდან შეგიძლიათ.
LaTeX-ის ფრაგმენტების შექმნა: სთხოვეთ Prism-ს, შექმნას LaTeX-ის გავრცელებული ელემენტები, მაგალითად: „შექმენი 4×4 ცხრილი“ ან „დაამატე ფიგურა წარწერით“. Prism დააბრუნებს გამოსაყენებლად გამზადებულ LaTeX-ს და შემოგთავაზებთ „შენარჩუნებისა“ და „გაუქმების“ ვარიანტებს, რათა ის პირდაპირ პროექტში ჩასვათ.
კომპილაციის პრობლემების დიაგნოსტიკა: თუ დოკუმენტი არ კომპილირდება, აღწერეთ პრობლემა პანელში (მაგალითად, „ჩემი დოკუმენტი არ კომპილირდება“). Prism დამაზუსტებელ კითხვებს დაგისვამთ და დაგეხმარებათ სავარაუდო მიზეზების აღმოჩენაში, როგორიცაა გამოტოვებული ბრძანებები ან მოუგვარებელი მითითებები.
შეცდომების ადგილზე გასწორება: შეცდომები და გაფრთხილებები რედაქტორის მინდორში წითელი ან ყვითელი მაჩვენებლების სახით გამოჩნდება. შეგიძლიათ Prism-ს კონკრეტული შეცდომის გამოსწორება სთხოვოთ; ის გააანალიზებს შესაბამის სტრიქონებს, აგიხსნით პრობლემას და მიზნობრივ შესწორებებს შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ შეთავაზება პირდაპირ გამოიყენოთ და შესწორების დასადასტურებლად დოკუმენტი ხელახლა დააკომპილიროთ.
კორექტურა: სთხოვეთ Prism-ს, შეამოწმოს სექცია, გამოკვეთოს შეცდომები ან ლოგიკური ხარვეზები და შემოგთავაზოთ, როგორ შეიძლება სექციის სიცხადის გაუმჯობესება. რედაქციული და ფაქტობრივი უკუკავშირისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უნარები, მაგალითად, „ნაშრომის მიმოხილვა“.
ლიტერატურის ძიება: დაამატე ჩემს ნაშრომს ბიბლიოგრაფია და შემომთავაზე შესაბამისი ნაშრომები, რომლებიც შესაძლოა გამომრჩა.
2. კომპილაციის შეცდომების დიაგნოსტიკა
თუ თქვენი LaTeX დოკუმენტი არ კომპილირდება, სცადეთ შემდეგი ნაბიჯები:
შეამოწმეთ შეცდომის მაჩვენებელი: წითელი და ყვითელი მაჩვენებლები აღნიშნავს ადგილებს, სადაც Prism-მა პრობლემა აღმოაჩინა. დეტალების სანახავად დააწკაპუნეთ მაჩვენებელზე, შემდეგ კი შეცდომის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენეთ ჩაშენებული ასისტენტი.
გადახედეთ კომპილაციის ჟურნალს: თუ კომპილაცია ვერ სრულდება, PDF-ის წინასწარი გადახედვის პანელში კომპილაციის ჟურნალი გამოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ შეცდომის პირველ შეტყობინებას (მაგალითად, გამოტოვებულ \end{document}-ს), რადგან მომდევნო შეცდომები ხშირად მისი თანმდევი შედეგებია. უფრო ზუსტი მითითებების მისაღებად ეს შეტყობინება Prism-ს გაუზიარეთ.
გააუქმეთ ბოლო ცვლილებები: თუ შეცდომა ბოლო რედაქტირების შემდეგ გამოჩნდა, გააუქმეთ ეს ცვლილება ან დროებით კომენტარად აქციეთ და შეამოწმეთ, დასრულდება თუ არა კომპილაცია.
დაიყვანეთ მინიმალურ მაგალითამდე: თუ პრობლემა არ მოგვარდა, გაამარტივეთ დოკუმენტი და დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი შიგთავსი. დაუკავშირებელი სექციების წაშლა შეცდომის წყაროს გამოვლენას ამარტივებს.
3. პრობლემების თავიდან აცილების საუკეთესო პრაქტიკა
დარჩით სისტემაში შესული: ყოველთვის სისტემაში შესულმა იმუშავეთ, რათა ცვლილებები შეინახოს და მომდევნო სესიებშიც ხელმისაწვდომი იყოს.
გამოიყენეთ მხარდაჭერილი პაკეტები: Prism მხარს უჭერს LaTeX-ის ბევრ ფართოდ გამოყენებულ პაკეტს. იშვიათმა, მოძველებულმა ან აღარ მხარდაჭერილმა პაკეტებმა შესაძლოა კომპილაციის მოულოდნელი შეცდომები გამოიწვიოს.
არედაქტირეთ ეტაპობრივად: შეიტანეთ მცირე ცვლილებები და ხშირად შეასრულეთ კომპილაცია. ასე უფრო ადვილად დაადგენთ, რომელმა ცვლილებამ გამოიწვია შეცდომა, და სწრაფად აღადგენთ მუშაობას.
LaTeX პროექტების Prism-ში გადატანა
ამ სახელმძღვანელოში ახსნილია, როგორ გადაიტანოთ არსებული LaTeX პროექტები — Overleaf-იდან ან თქვენი კომპიუტერიდან — Prism-ში. პროექტების იმპორტით ყველაფერს ერთ ადგილას შეინახავთ და მუშაობას ფაილების ხელით თავიდან შექმნის გარეშე გააგრძელებთ.
პროექტების იმპორტი Overleaf-იდან
პროექტის Overleaf-იდან Prism-ში გადასატანად ჯერ ჩამოტვირთეთ პროექტის ფაილები Overleaf-იდან, შემდეგ კი ატვირთეთ ისინი Prism-ში.
ერთი პროექტის ჩამოტვირთვა
გახსენით თქვენი Overleaf-ის პროექტების მართვის გვერდი.
იპოვეთ პროექტი, რომლის გადატანაც გსურთ.
დააწკაპუნეთ პროექტის სახელის იმავე რიგში მდებარე ჩამოტვირთვის ხატულაზე.
Overleaf მთელ პროექტს თქვენს კომპიუტერში .zip ფაილის სახით ჩამოტვირთავს.

რამდენიმე პროექტის ჩამოტვირთვა
გახსენით თქვენი Overleaf-ის პროექტების სია.
მონიშნეთ პროექტები თითოეული რიგის დასაწყისში მდებარე მოსანიშნი ველით.

ყველაფრის მოსანიშნად დააწკაპუნეთ სიაში არსებულ პირველ მოსანიშნ ველზე.
მონიშვნის შემდეგ დააწკაპუნეთ პროექტების სიის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ჩამოტვირთვის ხატულაზე.

მონიშნული პროექტები .zip ფაილების სახით ჩამოიტვირთება.
პროექტების იმპორტი Prism-ში

Prism-ში პროექტების იმპორტი სამი გზითაა შესაძლებელი: საქაღალდის ატვირთვით, .zip არქივის ატვირთვით ან ფაილების გადათრევითა და ჩაგდებით ყველა პროექტის ხედში.
პროექტის „იმპორტის“ მენიუდან შემოსატანად:
გახსენით Prism და გადადით იმპორტზე.
იმპორტის ტიპის ასარჩევად დააწკაპუნეთ იმპორტის გვერდით მდებარე ისარზე.
აირჩიეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი:
გახსენით Prism და გადადით იმპორტის ვარიანტზე.
იმპორტის ტიპის ასარჩევად დააწკაპუნეთ იმპორტის გვერდით მდებარე ისარზე.
აირჩიეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი:
.zip ფაილის იმპორტი: კომპიუტერიდან აირჩიეთ ჩამოტვირთული პროექტის არქივი. Prism ავტომატურად გაშლის არქივს და ჩატვირთავს პროექტს.
საქაღალდის იმპორტი: კომპიუტერიდან აირჩიეთ პროექტის საქაღალდე. Prism შემოიტანს თქვენს .tex ფაილებს, ბიბლიოგრაფიის ფაილებს, სურათებსა და პროექტის სხვა რესურსებს.
გადათრევითა და ჩაგდებით იმპორტისთვის: ყველა პროექტის ხედიდან პროექტის საქაღალდე ან .zip ფაილი გადათრიეთ და ჩააგდეთ Prism-ში. Prism ავტომატურად შექმნის ახალ პროექტს და ფაილებს შემოიტანს.
ატვირთვის დასრულების შემდეგ Prism სრულ პროექტს გახსნის და შეძლებთ რედაქტირებისა და კომპილაციის დაწყებას.
სხვა ხშირად დასმული კითხვები
ანგარიში, უსაფრთხოება და ანგარიშსწორება
კითხვა: სად ვიპოვი თქვენს კონფიდენციალურობის წესებს? პასუხი: Prism-ის კონფიდენციალურობის წესებს იპოვით აქ.
კითხვა: ჩემს მონაცემებს მოდელების გასაწვრთნელად იყენებთ? პასუხი: ჩვენი კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად, მომხმარებლები სრულად აკონტროლებენ, იქნება თუ არა მათი მონაცემები გამოყენებული ჩვენი მოდელების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
კითხვა: იყენებთ „მონაცემთა ნულოვან შენარჩუნებას“ (ZDR)? რა სახის ჟურნალები იწარმოება და რამდენ ხანს ინახება მონაცემები? პასუხი: Prism ამჟამად არ იყენებს API-ის „მონაცემთა ნულოვანი შენარჩუნების“ (ZDR) ვარიანტს და პროდუქტის გასაუმჯობესებლად მოთხოვნების შემდეგ გარკვეული პერიოდით ინახავს ჟურნალებს.
კითხვა: გთავაზობთ კონფიდენციალურობის რეჟიმს, რომელშიც ტექსტი არ ინახება და მას ადამიანი არ ამოწმებს, ან მონაცემთა მხოლოდ ევროკავშირში ადგილმდებარეობას? პასუხი: ეს მოთხოვნილი ფუნქციებია და სამომავლო გეგმებშია შეტანილი, თუმცა მათი დანერგვის დადასტურებული ვადა ჯერ არ არსებობს.
გაზიარება და თანამშრომლობა
კითხვა: რატომ ვერ ვაზიარებ ბმულს პარამეტრით „რედაქტირება ყველას შეუძლია“? (ჩამოსაშლელ მენიუში მხოლოდ „ნახვა ყველას შეუძლია“ არის ხელმისაწვდომი.) პასუხი: ამჟამად ეს განზრახაა ასე მოწყობილი. ბმულით გაზიარების ვარიანტი „რედაქტირება ყველას შეუძლია“ ჯერ არ არის მხარდაჭერილი; რედაქტორები თანამშრომლებად უნდა დაამატოთ (მათ Prism-ის ანგარიში სჭირდებათ).
კითხვა: თანამშრომლები მოსაწვევ წერილებს არ იღებენ — როგორ შეუძლიათ პროექტზე წვდომა? პასუხი: სთხოვეთ, შეამოწმონ სპამის/არასასურველი წერილების საქაღალდე და სისტემაში მოწვევისთვის გამოყენებული ელფოსტის მისამართით შევიდნენ; გაზიარებული პროექტი პირველი შესვლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს.
პროექტის იმპორტი და ექსპორტი
კითხვა: ZIP ფაილის ატვირთვა/იმპორტი გაჩერდა შეტყობინებაზე „თქვენი პროექტის იმპორტი მიმდინარეობს“. რა გავაკეთო? პასუხი: ხელახლა სცადეთ ატვირთვა. თუ ხელახლა ცდის შემდეგაც გაჩერებულია, გაუზიარეთ ZIP ფაილი მხარდაჭერის გუნდს, რათა იმპორტის პროცესის ხარვეზი გამოიკვლიონ.
კითხვა: როგორ გავიტანო ან ჩამოვტვირთო პროექტი ZIP ფაილად? პასუხი: დააწკაპუნეთ პროექტის სახელზე და აირჩიეთ „ექსპორტი“, რათა პროექტის შეკუმშული ასლი ჩამოტვირთოთ. ექსპორტის შესაძლებლობის გააქტიურებამდე სერვერთან კავშირის დამყარებას შესაძლოა რამდენიმე წამი დასჭირდეს.
საიმედოობა, შეფერხებები და კავშირი
კითხვა: განახლების შემდეგ ჩემი პროექტები გაქრა. ისინი დაიკარგა? პასუხი: კიდევ ერთხელ განაახლეთ გვერდი და ხელახლა შეამოწმეთ პროექტების სია — თქვენი მონაცემები კვლავ უნდა გამოჩნდეს.
კითხვა: გვერდის განახლების შემდეგ ჩემი პროექტები გაქრა. ისინი დაიკარგა? პასუხი: ეს შეიძლება პროვაიდერის მუშაობის შეფერხებისას მოხდეს. ხელახლა სცადეთ — პროექტები კვლავ უნდა გამოჩნდეს. თუ არ გამოჩნდა, მათ აღდგენაში მხარდაჭერის გუნდი დაგეხმარებათ.
კითხვა: საიტი გათიშული ჩანს ან აპი ამბობს, რომ სერვერს ვერ უკავშირდება. რა გავაკეთო? პასუხი: ხელახლა სცადეთ ან განაახლეთ გვერდი. თუ პრობლემა გაგრძელდა, მხარდაჭერის გუნდს გაუგზავნეთ ნანახი პრობლემის დეტალები და, თუ შესაძლებელია, პროექტის ბმული, რათა მიზეზი გამოიკვლიონ.
მონაცემთა მთლიანობა, აღდგენა, სარეზერვო ასლები და ვერსიების ისტორია
კითხვა: ჩემი დოკუმენტი გაიყინა, შემდეგ შიგთავსი გაქრა და კომენტარების მიმაგრების წერტილები გადაადგილდა. შემიძლია მისი აღდგენა? პასუხი: ჯერ ჩამოტვირთეთ .zip სარეზერვო ასლი. Prism-ს ასევე აქვს ვერსიების ისტორია, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა ადრინდელი ვერსიის აღდგენა შეძლოთ. კომენტარების მიმაგრების წერტილების მდებარეობის აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება, ხოლო სარეზერვო ასლებში კომენტარები ამჟამად არ ექსპორტირდება. თუ ფორმატირება შეიცვალა, მის გამოსასწორებლად გამოიყენეთ კოდის ფორმატირების ხელსაწყო.
კითხვა: პროექტი ხელახლა გავხსენი და ფაილები ან შიგთავსი ძველ ვერსიას დაუბრუნდა ან გაქრა — რა მოხდა? პასუხი: გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროექტების შენახვა დამოკიდებული იყო გარე პროვაიდერზე, რომელმაც გამოყენების მკვეთრი ზრდისას დატვირთვას ვერ გაუძლო. კავშირის შეცდომების შესამცირებლად და პრობლემის განმეორების თავიდან ასაცილებლად შენახვის პროცესი შიდა სისტემაში გადავიდა და უსაფრთხოების დამატებითი ზომებიც დაინერგა.
კითხვა: შესაძლებელია კომენტარების მდებარეობის აღდგენა და შედის თუ არა კომენტარები პროექტის სარეზერვო ასლებში? პასუხი: კომენტარების მდებარეობის შემდგომი აღდგენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. სამომავლო ინციდენტების დროს აღდგენისთვის ახლა პერიოდულად იქმნება სარეზერვო ასლები (მაგალითად, დაახლოებით ყოველ 10 წუთში), თუმცა ZIP სარეზერვო ასლებში კომენტარები ამჟამად არ ექსპორტირდება.
ინტეგრაციები
Zotero
კითხვა: რატომ ვერ შემომაქვს Zotero-ს ჯგუფური ბიბლიოთეკები Prism-ში? პასუხი: Zotero-ს ჯგუფური ბიბლიოთეკები ჯერ არ არის მხარდაჭერილი; ინდივიდუალური ბიბლიოთეკები მუშაობს, ჯგუფური კი ამჟამად არა.
კითხვა: Zotero-ს ინტეგრაცია გაიჭედა (მაგალითად, ანგარიშის ან API გასაღებების შეცვლის შემდეგ). როგორ შეიძლება მისი გამოსწორება? პასუხი: მხარდაჭერის გუნდს დასჭირდება თქვენი Zotero-ს ციფრული ID (და არა მომხმარებლის სახელი), რათა ინტეგრაცია წინა/ანონიმურ მომხმარებელს მოაშოროს. ამის შემდეგ მის ხელახლა დაკავშირებას თქვენს ანგარიშთან შეძლებთ. ინსტრუქციის მაგალითი: https://www.youtube.com/watch?v=7vDiZ8o_eHk
Git
კითხვა: შემიძლია Prism-ის პროექტის Git-ის (GitHub/GitLab) მეშვეობით კლონირება ან ჩემი ინსტიტუტის Git პლატფორმასთან სინქრონიზაცია? პასუხი: Git ინტეგრაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მისი შემუშავება მაღალი პრიორიტეტის მქონე სამომავლო პროექტია.
LaTeX-ის აწყობა და პრობლემების მოგვარება
კითხვა: როგორ დავიწყო იძულებით სუფთა ხელახალი აწყობა (Aux/toc/bbl არტეფაქტების გასუფთავებით)? პასუხი: ხელახლა ჩატვირთეთ გვერდი. გვერდის განახლება ახალ, სუფთა აწყობას აიძულებს.
კითხვა: ფიგურები/სურათები Prism-ში არ იტვირთება, თუმცა იგივე LaTeX სხვაგან მუშაობს. პასუხი: გამოიყენეთ იმ .tex ფაილთან მიმართებითი მისამართები, რომელიც იმპორტს ასრულებს. თუ .tex ფაილი ქვესაქაღალდეშია, ხოლო სურათი პროექტის ძირეულ საქაღალდეში, მისამართს წინ დაუმატეთ ../.
კითხვა: კომპილაცია უკიდურესად ნელია ან არასდროს სრულდება. როგორ დავადგინო მიზეზი? პასუხი: სექციები კომენტარებად აქციეთ (შემდეგ კი ამ სექციების უფრო მცირე ნაწილებიც), სანამ კომპილაცია წარმატებით არ დასრულდება, შემდეგ კი პრობლემა ზუსტად გამომწვევ სტრიქონამდე შეავიწროეთ. ასევე გადახედეთ ჟურნალის გაფრთხილებებსა და შეცდომებს, პირველიდან დაწყებული.
კითხვა: გენერირებულ .bbl-ში ვიღებ გაფრთხილებებს „Underfull/Overfull \hbox“. ეს კომპილაციის შეცდომაა? პასუხი: არა, ეს ტექსტის განლაგების გაფრთხილებებია და არა კომპილაციის ფატალური შეცდომები. თუ მიღებული PDF მისაღებად გამოიყურება, გაფრთხილება, ჩვეულებრივ, შეგიძლიათ უგულებელყოთ.
კითხვა: Beamer-ში რატომ იწვევს lstlisting/listings გარემო შეცდომას ფრეიმის შიგნით (მაგალითად, „Extra }, or forgotten \endgroup“)? პასუხი: listing გარემოების გამოყენებისას Beamer-ის ფრეიმს მიუთითეთ [fragile]; ეს ხშირად აგვარებს ასეთ შეცდომებს.
კითხვა: ჩემი \cite ციტირებები ჩანს როგორც „[?]“, მიუხედავად იმისა, რომ .bib არსებობს და ბიბლიოგრაფიის ბრძანებებიც მითითებულია. რომელი კონფიგურაცია მუშაობს? ერთ-ერთი წარმატებული გამოსავალია დარწმუნდეთ, რომ ბიბლიოგრაფია მთავარ დოკუმენტში სწორად არის ჩართული; BibTeX-ის ტიპის სამუშაო პროცესისთვის დაამატეთ \bibliographystyle{plain} და \bibliography{refs} (სადაც refs.bib თქვენი ფაილია).
პროდუქტის ინტერფეისი და ფუნქციების მოთხოვნები
კითხვა: აქვს Prism-ს ნათელი რეჟიმი? პასუხი: დიახ. Prism-ში იერსახის სამი პარამეტრია: სისტემური, ნათელი და მუქი. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი თემა.
