ანგარიშებს შორის გადართვა ამჟამად ხელმისაწვდომია ChatGPT-ის ვებვერსიაში; Codex-ის დესკტოპაპლიკაციასა და ChatGPT-ის მობილურ აპებში ეს ფუნქცია ჯერ არ არის მხარდაჭერილი.
ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ შესული ChatGPT-ის 2 ანგარიშში და მყისიერად გადართოთ მათ შორის — ანგარიშიდან გამოსვლის გარეშე.
ამგვარად, ერთი და იმავე ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებისას მარტივად გამიჯნავთ სამუშაო და პირად საქმიანობას.
რას აკეთებს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქცია
ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით შეგიძლიათ:
ერთ სესიაში 2 ანგარიშში იყოთ შესული
მყისიერად გადართოთ მათ შორის
სრულად გამიჯნოთ ჩატები, მეხსიერება, ისტორია, გადახდები და სამუშაო სივრცეები
თითოეული ანგარიში დამოუკიდებელი რჩება. გადართვა მათ არ აერთიანებს.
როგორ მუშაობს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქცია
იყავით შესული 2 ანგარიშში ერთდროულად
შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ შესული:
პირად ანგარიშში (მაგ., bobby@gmail.com)
სამუშაო ანგარიშში (მაგ., bobby@acmecorp.com)
ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ანგარიშია აქტიური, თუმცა მათ შორის გადართვა მყისიერად ხდება.
შეგიძლიათ დამატებითი ანგარიშებიც შექმნათ, თუმცა გადართვის ფუნქცია ერთ სესიაში მაქსიმუმ 2 ანგარიშში შესვლას უჭერს მხარს.
ანგარიშის დამატება
მეორე ანგარიშის დასამატებლად:
გახსენით ანგარიშის მენიუ.
აირჩიეთ ანგარიშის დამატება.
შედით არსებულ ანგარიშში ან შექმენით ახალი.
სხვა ანგარიშის დასამატებლად მიმდინარე ანგარიშიდან გამოსვლა არ გჭირდებათ.
მეორე ანგარიშის შექმნა გადახდას არ საჭიროებს. თქვენს ახლად შექმნილ ანგარიშს ნაგულისხმევად Free გეგმა ექნება.
ანგარიშებს შორის გადართვა
ანგარიშებს შორის გადასართავად გამოიყენეთ ანგარიშის მენიუ. გადართვის შემდეგ ყველა ჩატი, მეხსიერება, ფაილი და პარამეტრი არჩეული ანგარიშის შესაბამისი იქნება. სამუშაო სივრცეებიც, მათი არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ანგარიშთან დაკავშირებული იქნება.
გადართვა გაერთიანებას არ ნიშნავს. გადართვისას არ ხდება:
ჩატების გადატანა ერთი ანგარიშიდან მეორეში
მეხსიერების ან საუბრების ისტორიის გაზიარება
ფაილების ან ატვირთული მასალების გაზიარება
გადახდების ან გამოწერების გაერთიანება
სამუშაო სივრცეების გაერთიანება
თუ გსურთ, რომ თქვენს სამუშაო მონაცემებს ორგანიზაცია მართავდეს, საუბრის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ სამუშაო ანგარიშს იყენებთ.
სამუშაო და Enterprise ანგარიშები
თუ თქვენს ChatGPT-ის ანგარიშს ორგანიზაცია მართავს:
თქვენს ადმინისტრატორს შესაძლოა ჰქონდეს ამ ანგარიშთან დაკავშირებულ მონაცემებზე წვდომისა და მათი მართვის უფლება.
თქვენს მართვად ანგარიშში შექმნილ მონაცემებზე თქვენი ორგანიზაციის წესები ვრცელდება.
ანგარიშებს შორის გადართვა არ ცვლის იმას, თუ რომელი წესები მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: მონაცემებზე წვდომა ChatGPT-ის მართვად ანგარიშში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელ ანგარიშს იყენებთ, ანგარიშის მენიუში შეამოწმეთ, რომელი ანგარიშია აქტიური. თუ ორგანიზაციის მიერ მართულ ანგარიშთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს IT ადმინისტრატორს.
ანგარიშს ChatGPT-ში შესასვლელად იყენებთ. სამუშაო სივრცეში ინახება თქვენი ჩატები, შიგთავსი და პარამეტრები. ერთი ანგარიშით შეგიძლიათ რამდენიმე სამუშაო სივრცეზე წვდომა, მათ შორის პირად და კომპანიის სამუშაო სივრცეებზე. სამუშაო ელფოსტასთან დაკავშირებული პირადი სამუშაო სივრცე არ არის იგივე, რაც ცალკე ანგარიში თქვენივე კუთვნილი ელფოსტის მისამართით.
პირადი მოხმარებისთვის შექმენით ცალკე ანგარიში ელფოსტის მისამართით, რომელიც პირადად თქვენ გეკუთვნით და რომელსაც თავად აკონტროლებთ. მოერიდეთ სამუშაო ან კორპორაციული ელფოსტის მისამართის გამოყენებას პირადი საუბრებისა და მონაცემებისთვის.
თუ თქვენი შრომითი ურთიერთობა დასრულდება და დამსაქმებელი სამუშაო ელფოსტაზე ან მართვად სამუშაო სივრცეზე წვდომას შეგიწყვეტთ, დაკარგავთ წვდომას შესაბამის ანგარიშზე ან სამუშაო სივრცეზე და იქ შენახულ პირად მონაცემებზე. ანგარიშებს შორის გადართვა ამ წვდომას არ შეგინარჩუნებთ და მონაცემებს თქვენს პირად ანგარიშზე არ გადაიტანს.
თუ თქვენს პირად სამუშაო სივრცეს Enterprise ან Business სამუშაო სივრცეს შეუერთებთ, გაერთიანების შემდეგ პირადი სამუშაო სივრცე დაიხურება. გაერთიანება შეუქცევადია: მოგვიანებით თავდაპირველ პირად სამუშაო სივრცეს ვეღარ გამოყოფთ ან აღადგენთ. Business-ის ზოგიერთი მოწვევა პირადი სამუშაო სივრცის ცალკე შენარჩუნების საშუალებას გაძლევთ; გაგრძელებამდე შეამოწმეთ ხელმისაწვდომი ვარიანტები.
კომპანიის დადასტურებული ელფოსტით Enterprise-ში გაწევრიანებისას შესაძლოა მოგეთხოვოთ პირადი სამუშაო სივრცის დახურვა — მისი გაერთიანებით ან მასში არსებული მონაცემების ექსპორტითა და წაშლით. Business-ის ადმინისტრატორებს არ შეუძლიათ პირადი სამუშაო სივრცის გაერთიანება ან წაშლა მოგთხოვონ.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია გადართვის ფუნქციით 2 ანგარიშის გაერთიანება?
არა. გადართვის ფუნქცია რამდენიმე ანგარიშზე წვდომას გაგიმარტივებთ, თუმცა მათ არ გააერთიანებს.
შემიძლია ამ ფუნქციის გამოყენება ყველა ტიპის გეგმაზე?
ანგარიშებს შორის გადართვა ყველა ტიპის გეგმაზეა შესაძლებელი, თუმცა თქვენს ორგანიზაციას შეუძლია განსაზღვროს, იქნება თუ არა ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი თქვენს მართვად სამუშაო სივრცეში. თუ მართვად სამუშაო სივრცეში ანგარიშის დამატების ან ანგარიშებს შორის გადართვის ვარიანტს ვერ ხედავთ, მიმართეთ თქვენი სამუშაო სივრცის ადმინისტრატორს.
რა მოხდება, თუ ჩემი სამუშაო სივრცე გაუქმდება?
თუ ანგარიშთან დაკავშირებული სამუშაო სივრცე გაუქმდება:
შესაძლოა გამოჩნდეს ბანერი, რომელიც ცვლილებას განმარტავს.
შესაძლოა შემოგთავაზონ სხვა ანგარიშით შესვლა ან ახალი გამოწერის შეძენა (გეგმის ტიპის მიხედვით).
ChatGPT სხვა ანგარიშზე ავტომატურად არ გადაგრთავთ.
როდის უნდა გამოვიყენო მეორე ანგარიში?
ცალკე ანგარიში გამოგადგებათ, თუ გსურთ:
სამუშაო და პირადი ჩატების მკაფიოდ გამიჯვნა
საუბრების ცალკე ისტორია
გადახდის ან გამოწერის განსხვავებული გეგმები
განსხვავებული სამუშაო სივრცეები
კონფიდენციალურობის ან ადმინისტრირების განსხვავებული მართვის პარამეტრები
თუ გსურთ, რომ თქვენი სამუშაო საქმიანობა ორგანიზაციის წესებს ექვემდებარებოდეს, სამსახურთან დაკავშირებული საუბრებისთვის ორგანიზაციის მიერ მართული სამუშაო ანგარიში გამოიყენეთ.
