მიმოხილვა
დაშვებული IP მისამართების სია უსაფრთხოების არასავალდებულო ფუნქციაა, რომლითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი IP მისამართებიდან იქნება ხელმისაწვდომი თქვენი OpenAI API.
მისი ჩართვის შემდეგ დაიშვება მხოლოდ მითითებული IP მისამართებიდან ან IP დიაპაზონებიდან გამოგზავნილი მოთხოვნები. ყველა სხვა IP მისამართიდან გამოგზავნილი მოთხოვნა უარყოფილი იქნება, მაშინაც კი, თუ ის მოქმედ API გასაღებს შეიცავს.
ეს ფუნქცია API-ის უნებართვო გამოყენების რისკის შემცირებას ემსახურება: ის წვდომას მხოლოდ სანდო ქსელური გარემოებიდან უშვებს.
შენიშვნა: დაშვებული IP მისამართების სიით შეზღუდვა მხოლოდ API მოთხოვნებზე ვრცელდება. ის არ ზღუდავს platform.openai.com-ზე წვდომას ან მომხმარებლის ანგარიშში შესვლას.
რატომ უნდა გამოიყენოთ დაშვებული IP მისამართების სია
დაშვებული IP მისამართების სია დაგეხმარებათ:
API-ზე წვდომა მხოლოდ ცნობილი ინფრასტრუქტურიდან დაუშვათ (მაგალითად, თქვენი სერვერებიდან ან ღრუბლოვანი გარემოებიდან)
შეამციროთ რისკი API გასაღების გაჟონვის შემთხვევაში
დამატებით აკონტროლოთ, საიდან იგზავნება API ტრაფიკი
დაშვებული IP მისამართების სია ყველაზე ხშირად გამოიყენება საწარმოო გარემოებში, სადაც API ტრაფიკი ფიქსირებული ან მკაფიოდ განსაზღვრული ქსელური დიაპაზონებიდან იგზავნება.
როგორ მუშაობს
თქვენ ადგენთ დაშვებული IP მისამართების ან CIDR დიაპაზონების სიას.
დაშვებული IP მისამართებიდან გამოგზავნილი მოთხოვნები მიიღება.
იმ IP მისამართებიდან გამოგზავნილი მოთხოვნები, რომლებიც დაშვებულთა სიაში არ არის, უარყოფილი იქნება.
დაშვებული IP მისამართების სიით წვდომის შეზღუდვა შეგიძლიათ:
ორგანიზაციის დონეზე, ან
პროექტის დონეზე
ხელმისაწვდომობა
დაშვებული IP მისამართების სიის ფუნქცია API-ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.
დაშვებული IP მისამართების სიის კონფიგურაციისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს.
დაშვებული IP მისამართების სიის კონფიგურაცია
შენიშვნა: შეგიძლიათ დაამატოთ მაქსიმუმ 50 IP მისამართი ან CIDR დიაპაზონი.
გახსენით პარამეტრები.
აირჩიეთ უსაფრთხოება.
აირჩიეთ დაშვებული IP მისამართების სია.
დაამატეთ ერთი ან რამდენიმე IP მისამართი ან CIDR დიაპაზონი.
(არასავალდებულო) გამოიყენეთ ხელსაწყო შემოწმება, რათა დაადგინოთ, შედის თუ არა IP მისამართი დაშვებულთა სიაში.
ჩართეთ დაშვებული IP მისამართების სიით წვდომის შეზღუდვა:
კონკრეტული პროექტისთვის, ან
მთელი თქვენი ორგანიზაციისთვის.
გამოსცადეთ მოთხოვნები იმ გარემოებიდან, რომელთა გამოყენებასაც გეგმავთ.
გირჩევთ, შეზღუდვა ჯერ ერთ პროექტზე გამოსცადოთ და შემდეგ მთელ ორგანიზაციაზე გაავრცელოთ.
ცვლილებების შეტანის შემდეგ მათ ამოქმედებას შეიძლება 15 წუთამდე დასჭირდეს.
შენიშვნა: დაშვებული IP მისამართების სიის პარამეტრების შესაცვლელად ორგანიზაციაში შესაბამისი უფლებები უნდა გქონდეთ.
პრობლემების მოგვარება
თუ მოთხოვნები მოულოდნელად ვერ სრულდება:
დარწმუნდით, რომ მოთხოვნა დაშვებული IP მისამართიდან იგზავნება.
შეამოწმეთ, ხომ არ შეიცვალა თქვენი ინფრასტრუქტურის IP მისამართები.
გადაამოწმეთ, სწორად გაქვთ თუ არა მითითებული IP დიაპაზონები.
კონფიგურაციის ცვლილებების გავრცელებას დაელოდეთ 15 წუთამდე.
გამოიყენეთ ხელსაწყო შემოწმება, რათა დაადგინოთ, დაშვებულია თუ არა IP მისამართი.
რა ხდება მოთხოვნის დაბლოკვისას
თუ მოთხოვნა გამოგზავნილია IP მისამართიდან, რომელიც დაშვებულთა სიაში არ არის, ის უარყოფილი იქნება შემდეგი პასუხით:
HTTP სტატუსი: 401 Unauthorized
შეცდომის კოდი: ip_not_authorized
პასუხის მაგალითი:
{
"error": {
"message": "Your IP is not authorized to access this organization.",
"type": "ip_not_authorized"
}
}
ხშირად დასმული კითხვები
დაშვებული IP მისამართების სია სრულად აღკვეთს ჩემი API გასაღების უნებართვო გამოყენებას?
არა. დაშვებული IP მისამართების სია რისკის შემცირებაში გეხმარებათ, რადგან ზღუდავს, საიდან შეიძლება API მოთხოვნების გაგზავნა, თუმცა ბოროტად გამოყენების ყველა ფორმას სრულად ვერ აღკვეთს. ის უსაფრთხოების სხვა რეკომენდებულ ზომებთან ერთად უნდა გამოიყენოთ, როგორიცაა გასაღებების უსაფრთხოდ შენახვა, მათი პერიოდული შეცვლა და ანგარიშის საიმედო დაცვა. უსაფრთხოების გასაძლიერებლად გაეცანით ჩვენი დახმარების ცენტრის გზამკვლევებს: API გასაღების დაცვის საუკეთესო პრაქტიკები და უნებართვო გამოყენების თავიდან აცილება.
მოქმედებს თუ არა დაშვებული IP მისამართების სია დაყოვნებაზე?
დაშვებული IP მისამართების სიის გამოყენებამ ზოგჯერ შეიძლება უმნიშვნელო დაყოვნება გამოიწვიოს, ჩვეულებრივ, საწყისი მოთხოვნებისას. მოსალოდნელი არ არის, რომ ეს API-ის საერთო წარმადობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
როგორ გავიგო, მოთხოვნის წარუმატებლობის მიზეზი დაშვებული IP მისამართების სიით შეზღუდვაა თუ არა?
დაშვებული IP მისამართების სიით შეზღუდვის გამო უარყოფილი მოთხოვნები აბრუნებს:
HTTP status: 401 UnauthorizedError code: ip_not_authorized
