1. თქვენს ანგარიშში გუნდის თითოეული წევრისთვის ყოველთვის გამოიყენეთ უნიკალური API გასაღები.
API გასაღები უნიკალური კოდია, რომელიც API-ზე გაგზავნილი თქვენი მოთხოვნების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. თქვენი API გასაღები მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი. API გასაღებების გაზიარება ეწინააღმდეგება მომსახურების პირობებს.
როდესაც API-ს გამოცდას დაიწყებთ, შესაძლოა მასზე წვდომა თქვენი გუნდისთვისაც მოგინდეთ. OpenAI API გასაღებების გაზიარებას არ უჭერს მხარს. მოიწვიეთ ახალი წევრები თქვენს ანგარიშში წევრების გვერდიდან. სისტემაში შესვლისთანავე ისინი სწრაფად მიიღებენ საკუთარ უნიკალურ გასაღებს. ასევე შეგიძლიათ ცალკეულ API გასაღებებს მიანიჭოთ ნებართვები.
2. შექმენით API გასაღებები მოქმედების ვადით და დანერგეთ მათი პერიოდული ჩანაცვლების პროცესი
პროექტის გასაღებების შექმნისას შეგიძლიათ მიუთითოთ მოქმედების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ამ გასაღებებით გაგზავნილი ყველა მოთხოვნა უარყოფილი იქნება. დაბეჯითებით გირჩევთ, გასაღებები შექმნათ მოქმედების ვადით და დანერგოთ მათი რეგულარული ჩანაცვლების პროცესი. გასაღების ვადის ამოწურვამდე შექმენით ახალი გასაღები და განაახლეთ თქვენი აპლიკაციები მის გამოსაყენებლად. როცა დარწმუნდებით, რომ ახალი გასაღები მუშაობს, გააუქმეთ ძველი. ამ ზომებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს API გასაღებების გაჟონვით გამოწვეული ზიანი.
ადმინისტრატორებს შეუძლიათ პლატფორმის პარამეტრებში ორგანიზაციის ან პროექტის დონეზე დააწესონ API გასაღების მოქმედების მაქსიმალური ვადა. ახალი გასაღებების მოქმედების ვადა დაშვებულ ლიმიტებს უნდა შეესაბამებოდეს, რათა ისინი უვადოდ მოქმედი არ დარჩეს. პროექტის ლიმიტები ორგანიზაციის ლიმიტს ვერ გადააჭარბებს.
იმ სამუშაო დატვირთვებისთვის, რომლებიც ამ ფუნქციას უჭერს მხარს, ხანგრძლივი მოქმედების OpenAI API გასაღების შენახვის ნაცვლად გამოიყენეთ სამუშაო დატვირთვის იდენტობის ფედერაცია. თქვენი სამუშაო დატვირთვა სანდო პროვაიდერის მიერ დადასტურებულ იდენტობას OpenAI-ზე წვდომის ხანმოკლე მოქმედების ტოკენში ცვლის. გამართეთ ცალკე სერვისული ანგარიში და მიანიჭეთ მხოლოდ ის ნებართვები, რომლებიც სამუშაო დატვირთვას სჭირდება.
3. არასოდეს განათავსოთ თქვენი გასაღები კლიენტის მხარეს არსებულ გარემოში, მაგალითად, ბრაუზერში ან მობილურ აპლიკაციაში.
კლიენტის მხარეს არსებულ გარემოში, მაგალითად, ბრაუზერში ან მობილურ აპლიკაციაში, თქვენი OpenAI API გასაღების გამოჩენა ბოროტმოქმედებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ ის და თქვენი სახელით გაგზავნონ მოთხოვნები. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი ხარჯები ან საფრთხე შეუქმნას ანგარიშის ზოგიერთ მონაცემს. მოთხოვნები ყოველთვის თქვენი საკუთარი სერვერული ნაწილის სერვერის გავლით უნდა იგზავნებოდეს, სადაც API გასაღების უსაფრთხოდ შენახვა შეგიძლიათ.
4. არასოდეს ატვირთოთ თქვენი გასაღები რეპოზიტორიუმში
API გასაღების საწყის კოდში ატვირთვა ავტორიზაციის მონაცემების ხელყოფის გავრცელებული გზაა. საჯარო რეპოზიტორიუმების შემთხვევაში ამ გზით შესაძლოა, უნებლიეთ გაუზიაროთ თქვენი გასაღები მთელ ინტერნეტს. კერძო რეპოზიტორიუმები უფრო უსაფრთხოა, თუმცა მონაცემთა გაჟონვამ შესაძლოა თქვენი გასაღებების გამჟღავნებაც გამოიწვიოს. ამ მიზეზების გამო, გასაღებების უსაფრთხოების პრევენციულ ზომად გარემოს ცვლადების გამოყენებას დაჟინებით გირჩევთ.
5. API გასაღების ნაცვლად გამოიყენეთ გარემოს ცვლადები
გამართვა Windows-ზე
გარემოს ცვლადი არის ცვლადი, რომელიც თქვენს ოპერაციულ სისტემაში განისაზღვრება და არა აპლიკაციაში. ის შედგება სახელისა და მნიშვნელობისგან. გირჩევთ, ცვლადს სახელად OPENAI_API_KEY მიანიჭოთ. თუ გუნდის ყველა წევრი ამ ცვლადისთვის ერთსა და იმავე სახელს გამოიყენებს, შეძლებთ კოდის კომიტსა და გაზიარებას API გასაღების გამჟღავნების რისკის გარეშე.
ვარიანტი 1: დააყენეთ გარემოს ცვლადი „OPENAI_API_KEY“ cmd-ის ბრძანების სტრიქონიდან
cmd-ის ბრძანების სტრიქონში გაუშვით ქვემოთ მოცემული ბრძანება; <yourkey> ჩაანაცვლეთ თქვენი API გასაღებით:
setx OPENAI_API_KEY "<yourkey>"ეს გავრცელდება cmd-ის ბრძანების სტრიქონის მომავალ ფანჯრებზე, ამიტომ curl-თან ამ ცვლადის გამოსაყენებლად ახალი ფანჯრის გახსნა დაგჭირდებათ. ცვლადის დაყენების შესამოწმებლად გახსენით cmd-ის ბრძანების სტრიქონის ახალი ფანჯარა და აკრიფეთ
echo %OPENAI_API_KEY%ვარიანტი 2: დააყენეთ გარემოს ცვლადი „OPENAI_API_KEY“ მართვის პანელიდან
გახსენით სისტემის თვისებები და აირჩიეთ სისტემის დამატებითი პარამეტრები
აირჩიეთ გარემოს ცვლადები...
მომხმარებლის ცვლადების განყოფილებაში (ზემოთ) აირჩიეთ ახალი…. დაამატეთ სახელი და გასაღების მნიშვნელობა წყვილის სახით; <yourkey> ჩაანაცვლეთ თქვენი API გასაღებით.
ცვლადის სახელი: OPENAI_API_KEY
ცვლადის მნიშვნელობა: <yourkey>გამართვა Linux-სა და macOS-ზე
ვარიანტი 1: დააყენეთ გარემოს ცვლადი „OPENAI_API_KEY“ zsh-ის გამოყენებით
ტერმინალში გაუშვით ქვემოთ მოცემული ბრძანება; yourkey ჩაანაცვლეთ თქვენი API გასაღებით.
echo "export OPENAI_API_KEY='yourkey'" >> ~/.zshrcგანაახლეთ shell ახალი ცვლადით:
source ~/.zshrcდაადასტურეთ, რომ გარემოს ცვლადი დაყენებული გაქვთ, შემდეგი ბრძანების გამოყენებით.
echo $OPENAI_API_KEYთქვენი API გასაღების მნიშვნელობა მიღებული გამომავალი შედეგი იქნება.
ვარიანტი 2: დააყენეთ თქვენი ‘OPENAI_API_KEY’ გარემოს ცვლადი bash-ის გამოყენებით
მიჰყევით ვარიანტ 1-ში მოცემულ მითითებებს, ოღონდ .zshrc-ის ნაცვლად გამოიყენეთ .bash_profile.
ყველაფერი მზად არის! ახლა შეგიძლიათ გასაღებზე მიუთითოთ curl-ში ან ჩატვირთოთ ის თქვენს Python-ში:
import os
import openai
openai.api_key = os.environ["OPENAI_API_KEY"]6. გამოიყენეთ გასაღებების მართვის სერვისი
საიდუმლო API გასაღებების უსაფრთხოდ სამართავად სხვადასხვა პროდუქტი არსებობს. ეს ხელსაწყოები საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ თქვენს გასაღებებზე წვდომა და მთლიანობაში გააუმჯობესოთ მონაცემთა უსაფრთხოება. თქვენი აპლიკაციიდან მონაცემების გაჟონვის შემთხვევაშიც კი გასაღებები დაცული დარჩება, რადგან ისინი დაშიფრული იქნება და სრულიად განცალკევებულ ადგილას იმართება.
გუნდებს, რომლებიც აპლიკაციებს სამუშაო გარემოში უშვებენ, ვურჩევთ, განიხილონ ერთ-ერთი ასეთი სერვისის გამოყენება.
7. აკონტროლეთ თქვენი ანგარიშის მოხმარება და საჭიროებისამებრ შეცვალეთ გასაღებები
დააწესეთ ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტები თქვენი ორგანიზაციისა თუ პროექტებისთვის და ჩართეთ მათი მკაცრი აღსრულება, რათა შეზღუდოთ გასაღების გაჟონვით გამოწვეული მოულოდნელი ხარჯები. მხოლოდ ხარჯვის შესახებ გაფრთხილებები API ტრაფიკს არ აჩერებს. მკაცრმა აღსრულებამ შესაძლოა კანონიერი მოთხოვნებიც დაბლოკოს. ხარჯმა კი შესაძლოა ლიმიტს ოდნავ გადააჭარბოს, რადგან აღსრულება მყისიერად არ ხდება.
თუ თქვენი API გასაღები სხვის ხელში აღმოჩნდება, ამ პირს შეეძლება თქვენი თანხმობის გარეშე გამოიყენოს თქვენი ანგარიშის კვოტა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების დაკარგვა, მოულოდნელი ხარჯები, ყოველთვიური კვოტის ამოწურვა და API-ზე წვდომის შეწყვეტა.
თქვენი გუნდების მოხმარებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოხმარების გვერდზე. თუ გასაღების არასათანადო გამოყენებაზე ეჭვი გაგიჩნდებათ, ანგარიშის დასაცავად შეგიძლიათ რამდენიმე ნაბიჯი გადადგათ:
გადაამოწმეთ მოხმარების მონაცემები და შეაფასეთ, შეესაბამება თუ არა ისინი თქვენი გუნდის საქმიანობას. თუ მომხმარებელი რამდენიმე ორგანიზაციის წევრია (მაგ., კორპორაციულისა და პირადის), დარწმუნდით, რომ მას ჩართული აქვს მოხმარების აღრიცხვა და მოხმარებისა და მისი აღრიცხვისთვის არჩეული აქვს ნაგულისხმევი ორგანიზაცია.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა გასაღებმა გაჟონა, დაუყოვნებლივ შეცვალეთ ის API გასაღებების გვერდიდან. თუ თქვენი აპლიკაციები უკვე სამუშაო გარემოშია გაშვებული, მათშიც შესაბამისი ახალი გასაღებები უნდა მიუთითოთ.
საკითხის შემდგომი შესწავლისთვის დაგვიკავშირდით help.openai.com-ის მეშვეობით.
8. დაიცავით API-ზე წვდომა ქსელური კონტროლის საშუალებებით
ნებადართული IP მისამართების სიის მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი IP მისამართებიდან იქნება შესაძლებელი თქვენს OpenAI API-ზე წვდომა. ამ ფუნქციის ჩართვისას დაშვებულია მხოლოდ მითითებული IP მისამართებიდან ან დიაპაზონებიდან გამოგზავნილი მოთხოვნები. ყველა სხვა მოთხოვნა უარყოფილია — მაშინაც კი, თუ ის მოქმედ API გასაღებს შეიცავს.
ეს დაცვის დამატებით ფენას ქმნის: თქვენს API-ზე წვდომა მხოლოდ სანდო ინფრასტრუქტურიდან იქნება შესაძლებელი, მაგალითად, თქვენი ბექენდ სერვერებიდან ან ღრუბლოვანი გარემოდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია OpenAI API-სთვის ნებადართული IP მისამართების სიის შესახებ.
Private Link კიდევ ერთი ვარიანტია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც კერძო ქსელით წვდომა სჭირდებათ. ის Azure-ში გაშვებულ აპლიკაციებსა და სერვისებს საშუალებას აძლევს, Azure Private Link-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ OpenAI API-ს რეგიონულ საბოლოო წერტილებს. წვდომის მოსათხოვად დაუკავშირდით OpenAI-ის თქვენს წარმომადგენელს ან გაყიდვების გუნდს. API ავთენტიფიკაცია კვლავ საჭიროა. Private Link არ არის თავსებადი ნებადართული IP მისამართების სიასთან ან ორმხრივ TLS-თან (mTLS). გამართვის დეტალებისთვის იხილეთ Private Link-ის გზამკვლევი.
