მიმოხილვა
ჯანმრთელობის დაცული ინფორმაციისთვის (PHI) OpenAI-ს API-ს გამოსაყენებლად თქვენმა ორგანიზაციამ ჯერ OpenAI-სთან ბიზნესპარტნიორის ხელშეკრულება (BAA) უნდა გააფორმოს.
ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ სტანდარტულ BAA-ს API-პლატფორმაზე დაეთანხმონ. დათანხმების პროცესის დასრულებისას არჩეული ორგანიზაციისთვის HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერა ჩაირთვება.
ხელმისაწვდომობა
API-ს სერვისებისთვის BAA-ს გასაფორმებლად კორპორაციული ხელშეკრულება საჭირო არ არის.
თვითმომსახურებით რეგისტრაციისთვის საჭიროა API-ს გამოყენების დაგროვილი ისტორია.
თუ BAA-ს სექციაში ნაჩვენებია ჯერ არ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, თქვენი ორგანიზაცია ამჟამად ვერ აკმაყოფილებს თვითმომსახურებით რეგისტრაციის მოთხოვნებს.
დაწყებამდე
უნდა იყოთ ორგანიზაციის ადმინისტრატორი, რომელსაც აქვს ორგანიზაციის პარამეტრების მართვის უფლება და უფლებამოსილია, ორგანიზაციის სახელით დაეთანხმოს ხელშეკრულებას.
PHI-ს დამუშავებამდე გაეცანით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სერვისებსა და კონფიგურაციის მოთხოვნებს. დეტალებისთვის იხილეთ: HIPAA-ს ფარგლებში გამოსაყენებლად დაშვებული პროდუქტები და ფუნქციები.
თქვენი ორგანიზაციისთვის HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერის ჩართვის შემდეგ მის გამორთვას API-პლატფორმის პარამეტრებიდან ვეღარ შეძლებთ.
არ დაურთოთ PHI მხარდაჭერის მოთხოვნებს, ეკრანის ანაბეჭდებს ან თანდართულ დოკუმენტებს.
დაეთანხმეთ სტანდარტულ BAA-ს
შედით API-პლატფორმაზე და აირჩიეთ ორგანიზაცია, რომლის კონფიგურაციაც გსურთ.
გახსენით პარამეტრები, შემდეგ გადადით სექციაში ორგანიზაცია > ზოგადი.
სექციაში HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერა აირჩიეთ ჩართვა.
ჩამოტვირთეთ და გაეცანით ბიზნესპარტნიორისა და ჯანდაცვის შესახებ დანართს.
გაეცანით ინფორმაციას HIPAA-ს მოქმედების ფარგლების შესახებ, მათ შორის, API-ს რომელი სერვისების გამოყენებაა დაშვებული PHI-სთვის.
დაადასტურეთ, რომ უფლებამოსილი ხართ, დაეთანხმოთ ხელშეკრულებას, გაეცანით მას და გესმით მისი მოქმედების ფარგლები.
დაადასტურეთ ორგანიზაციის სახელი და ორგანიზაციის იდენტიფიკატორი, შემდეგ აირჩიეთ დათანხმება და ჩართვა.
დაყენების დასრულების შემდეგ სექციაში HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერა გამოჩნდება სტატუსი აქტიურია.
თუ დაყენება ვერ სრულდება, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას პრობლემის მოსაგვარებლად.
თქვენი ხელშეკრულების ნახვა
API-პლატფორმაზე სტანდარტულ BAA-ზე დათანხმების შემდეგ სტანდარტული ხელშეკრულების ჩამოსატვირთად სექციაში HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერა აირჩიეთ ხელშეკრულების ნახვა.
თვითმომსახურების ამ პროცესის გარეთ გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის ინდივიდუალურად შეთანხმებული BAA-ები, ამ პარამეტრიდან ჩამოსატვირთად ხელმისაწვდომი არ არის.
HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერის პრობლემების მოგვარება
თუ ორგანიზაციის BAA-ს სტატუსი ვერ იტვირთება, აირჩიეთ ხელახლა ცდა.
თუ დაყენებისას HIPAA-ს მხარდაჭერის ჩართვა ვერ დასრულდა, ხელახლა საცდელად კვლავ აირჩიეთ დათანხმება და ჩართვა.
თუ ხელშეკრულება შეიცვალა, აირჩიეთ ხელშეკრულების ხელახლა ჩატვირთვა, თუ ეს ღილაკი ნაჩვენებია. ჩამოტვირთეთ და გაეცანით ხელშეკრულების უახლეს ვერსიას, შემდეგ ხელახლა შეასრულეთ დადასტურების ნაბიჯები.
თუ API-პლატფორმაზე პროცესის დასასრულებლად საჭირო მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებთ, რამდენიმე დღეში ხელახლა სცადეთ ან მოგვწერეთ მისამართზე baa@openai.com.
BAA-ები ChatGPT-სთვის
გაყიდვების გუნდის მიერ მართული ChatGPT Enterprise ან Edu ანგარიშისთვის BAA-ს გასაფორმებლად დაუკავშირდით გაყიდვების გუნდს. ChatGPT Business-ისთვის BAA-ს არ გთავაზობთ.
ინდივიდუალური კლინიცისტებისთვის, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და კლინიცისტებისთვის განკუთვნილ ChatGPT-ს იყენებენ, პროდუქტში BAA-ს გაფორმების ცალკე პროცესია გათვალისწინებული. დეტალებისთვის იხილეთ: ChatGPT კლინიცისტებისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
ნიშნავს თუ არა BAA-ზე დათანხმება, რომ ჩემი აპლიკაცია HIPAA-ს შეესაბამება?
მხოლოდ BAA-ზე დათანხმება და HIPAA-სთან შესაბამისობის მხარდაჭერის ჩართვა არ უზრუნველყოფს თქვენი აპლიკაციის HIPAA-სთან შესაბამისობას. თქვენ ხართ პასუხისმგებელი, შეაფასოთ, როგორ იყენებთ სერვისებს, და შეასრულოთ შესაბამისობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები. თქვენი გამოყენების შემთხვევისთვის მოქმედი მოთხოვნების გასაცნობად იხილეთ HIPAA-ს დანერგვისა და კონფიგურაციის სახელმძღვანელო.
