მიმოხილვა
ChatGPT სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის ასისტენტია, რომელიც მრავალფეროვან ამოცანებში დაგეხმარებათ, მათ შორის:
კითხვებზე პასუხის გაცემასა და ცნებების ახსნაში
შიგთავსის პირველადი ვერსიის შექმნაში, გადაწერასა თუ შეჯამებაში
შემოქმედებითი რჩევების მიღებაში (მაგალითად, მოთხრობების წერასა თუ იდეების მოფიქრებაში)
პრობლემების გადაჭრაში ლოგიკური მსჯელობის მეშვეობით
ერთი ენიდან მეორეზე თარგმნაში
მას ესმის ბუნებრივი ენა და შეუძლია რთული ინსტრუქციების შესრულება, საუბარში წინა შეტყობინებების დამახსოვრება და პასუხების კონტექსტზე მორგება. ფასიანი გეგმის მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე საბაზისო მოდელს შორის. შეიტყვეთ მეტი საბაზისო მოდელების შესახებ.
ხელსაწყოები და სპეციალური რეჟიმები
თქვენი გამოწერის დონისა და პარამეტრების მიხედვით, ChatGPT-მ შესაძლოა ჩაშენებული ხელსაწყოები გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობების გასაფართოებლად.
ძიება (ვებგვერდების დათვალიერება)
ChatGPT-ს საშუალებას აძლევს, ინტერნეტში მოიძიოს უახლესი ან რეალურ დროში განახლებადი ინფორმაცია. გამოსადეგია მიმდინარე მოვლენებსა თუ უცნობ თემებზე კითხვების დასასმელად, ან როცა წყაროებით გამყარებული პასუხები გსურთ. შეიტყვეთ მეტი ChatGPT ძიების შესახებ.
სიღრმისეული კვლევა
შექმნილია მრავალეტაპიანი კვლევითი ამოცანებისთვის. ChatGPT კითხულობს და აერთიანებს შიგთავსს სხვადასხვა ონლაინწყაროდან და ქმნის სტრუქტურირებულ შედეგებს წყაროების მითითებით. გამოსადეგია სტრატეგიის შემუშავებისთვის, ანგარიშებისა და ლიტერატურის მიმოხილვების მომზადებისთვის.შეიტყვეთ მეტი სიღრმისეული კვლევის შესახებ.
სურათის შეყვანა და გენერირება
ChatGPT-ს შეუძლია ატვირთული სურათების, დიაგრამების, ეკრანის ანაბეჭდებისა თუ გრაფიკების გაანალიზება. შეგიძლიათ დასვათ კითხვები გამოსახულების შესახებ, ამოიღოთ შიგთავსი ან მიიღოთ დახმარება ვიზუალური მასალის გააზრებაში.
ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ ChatGPT-ს, მარტივი ტექსტური მითითებებით შექმნას ილუსტრაციები, მაკეტები ან შემოქმედებითი გამოსახულებები. სურათების შეცვლა ბუნებრივი ენითაც შეგიძლიათ, მაგალითად: „ფონზე მზის ჩასვლა დაამატე“. შეიტყვეთ მეტი ChatGPT-ში სურათის გენერირების შესახებ.
ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ ChatGPT-ს, ცვლილებები შეიტანოს ChatGPT-ით გენერირებულ სურათში. შეიტყვეთ მეტი ChatGPT-ში სურათების რედაქტირების შესახებ.
ფაილებისა და აუდიოს ატვირთვა
შეგიძლიათ ატვირთოთ დოკუმენტები, ელცხრილები, პრეზენტაციები და მხარდაჭერილი აუდიოფაილები. ChatGPT-ს შეუძლია მათი შიგთავსის შეჯამება, ინფორმაციის ამოღება ან მათ შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა. აუდიოჩანაწერებისთვის ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ტრანსკრიფცია. აუდიოს გაგებისა და ტრანსკრიფციის ხარისხი შეიძლება ენის მიხედვით განსხვავდებოდეს.
მხარდაჭერილი გეგმების, ფაილის ტიპებისა და ატვირთვის ინსტრუქციების შესახებ იხილეთ: ფაილებისა და აუდიოს ატვირთვა ChatGPT-ში.
საუკეთესო შედეგისთვის ChatGPT-ში ფაილების ატვირთვისას გამოიყენეთ მხარდაჭერილი ბრაუზერის უახლესი ვერსია.
მონაცემთა ანალიზი
ChatGPT-ს შეუძლია კოდის გაშვება უსაფრთხო გარემოში, რათა გააანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს მონაცემები ელცხრილებიდან, CSV ფაილებიდან და სხვა სტრუქტურირებული ფორმატებიდან. გამოიყენეთ ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა ტენდენციების შეჯამება, მონაცემების გასუფთავება ან პროგნოზების გაკეთება. შეიტყვეთ მეტი მონაცემთა ანალიზის შესახებ.
ხმოვანი რეჟიმი
ესაუბრეთ ChatGPT-ს ბუნებრივად მობილური აპით ან მხარდაჭერილი კომპიუტერული თუ ვებპლატფორმებიდან. შეგიძლიათ ისაუბროთ ხელების გამოყენების გარეშე, აირჩიოთ სასურველი ხმა და მიიღოთ ხმოვანი პასუხები. შეიტყვეთ მეტი ხმოვანი რეჟიმის შესახებ.
მეხსიერება
როცა მეხსიერება ჩართულია, ChatGPT-ს შეუძლია დაიმახსოვროს თქვენ მიერ გაზიარებული სასარგებლო ფაქტები (მაგალითად, თქვენი სახელი, სურვილები ან მიზნები), რათა მომავალი პასუხები თქვენზე მოარგოს. დამახსოვრებული ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება ან წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. შეიტყვეთ მეტი მეხსიერების შესახებ
შენიშვნა: მეხსიერება ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის მორგებულ GPT-ებში.
პროექტები
პროექტები საშუალებას გაძლევთ, ჩატები, ფაილები და კონტექსტი საერთო მიზნის გარშემო მოაწესრიგოთ. ეს იდეალურია რამდენიმე სესიაზე განაწილებული სამუშაოსთვის, თანამშრომლობისთვის ან ხანგრძლივი კვლევებისთვის. შეიტყვეთ მეტი პროექტების შესახებ.
დაგეგმილი დავალებები
ზოგიერთ მომხმარებელს შეუძლია ChatGPT ისე დააყენოს, რომ მომავალში თავად შეასრულოს დავალებები, მაგალითად, გაგზავნოს შეხსენებები, ჩაატაროს ანალიზი ან ინტერნეტში სიახლეები შეამოწმოს. დავალებები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან განმეორებადი.შეიტყვეთ მეტი დაგეგმილი დავალებების შესახებ.
მორგებული GPT-ები
შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი AI ასისტენტი მორგებული ინსტრუქციებით, ატვირთული ფაილებითა და არჩეულ ინსტრუმენტებზე წვდომით. ეს ასისტენტები ChatGPT-ის სპეციალიზებული ვერსიებივით მოქმედებენ და მათი გაზიარება ან საჯარო კატალოგში გამოქვეყნება შესაძლებელია.
დააყენეთ მორგებული სახელი, პროფილი და ქცევა
დაამატეთ ფაილები ცოდნის წყაროებად გამოსაყენებლად
აირჩიეთ, რომელი ინსტრუმენტებისა და API-ების გამოყენება შეუძლია თქვენს GPT-ს
GPT Store
დაათვალიერეთ, გამოიყენეთ ან გამოაქვეყნეთ სხვების მიერ კონკრეტული ამოცანებისთვის შექმნილი ასისტენტები. კატეგორიები მოიცავს წერას, პროგრამირებას, პროდუქტიულობას, განათლებას და სხვ. შეიტყვეთ მეტი მორგებული GPT-ების შესახებ.
