მიმოხილვა
მონაცემთა მართვის პარამეტრებით შეგიძლიათ აირჩიოთ, გამოიყენონ თუ არა თქვენი საუბრები OpenAI-ის მოდელების წვრთნისთვის. მათი მეშვეობით ასევე შეგიძლიათ მონაცემების ექსპორტი, გაზიარებული ბმულებისა და თქვენი ანგარიშისთვის ხელმისაწვდომი მონაცემთა სხვა პარამეტრების მართვა.
მართვის ხელმისაწვდომი პარამეტრები დამოკიდებულია იმაზე, შესული ხართ თუ არა ანგარიშში, ასევე თქვენს გეგმასა და სამუშაო სივრცის პარამეტრებზე.
სად იპოვოთ მონაცემთა მართვის პარამეტრები
თქვენი ანგარიშისთვის ხელმისაწვდომი პარამეტრების სამართავად გახსენით პარამეტრები და აირჩიეთ „მონაცემთა მართვა“.
კონფიდენციალურობის ცენტრი განმარტავს კონფიდენციალურობის კუთხით თქვენს არჩევანს და შესაბამისი მართვის პარამეტრების პოვნაში გეხმარებათ. ამ პარამეტრების მართვა კვლავ შეგიძლიათ ChatGPT-ის პარამეტრების მენიუდან.
გამორთეთ „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“
როცა „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“ გამორთულია, თქვენი ახალი საუბრები OpenAI-ის მოდელების წვრთნისთვის არ გამოიყენება. ისინი კვლავ შეიძლება გამოჩნდეს თქვენი ჩატების ისტორიაში.
ვებვერსია (ანგარიშში შესვლის შემდეგ)
გახსენით თქვენი ანგარიშის მენიუ.
აირჩიეთ „პარამეტრები“.
აირჩიეთ „მონაცემთა მართვა“.
აირჩიეთ „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“, გამორთეთ და აირჩიეთ „მზადაა“.
iOS და Android
გახსენით გვერდითი პანელი.
პარამეტრების გასახსნელად აირჩიეთ თქვენი პროფილის ხატულა.
აირჩიეთ „მონაცემთა მართვა“.
გამორთეთ „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“.
როცა ანგარიშში შესული ხართ, ეს პარამეტრი თქვენს ანგარიშზე ყველა მოწყობილობაში მოქმედებს.
გამოყენება ანგარიშში შესვლის გარეშე
როცა ChatGPT-ს ანგარიშში შესვლის გარეშე იყენებთ, გახსენით პარამეტრები და გამორთეთ „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“. თქვენი არჩევანი ამ ბრაუზერში ინახება.

მართეთ Codex-ის ამოცანების გამოყენება მოდელის წვრთნისთვის
თუ Codex-ს ChatGPT-ის პირადი გეგმით იყენებთ, პარამეტრი „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“ Codex-ის თქვენს ამოცანებზეც ვრცელდება. გამორთეთ ის ChatGPT-ში ან კონფიდენციალურობის პორტალში აირჩიეთ „არ გამოიყენოთ ჩემი შიგთავსი წვრთნისთვის“. ChatGPT-ის საუბრებისა და Codex-ის ამოცანებისთვის ამ ორი მოქმედებიდან ნებისმიერი საკმარისია. ორივეს შესრულება არ გჭირდებათ. უარის თქმის შემდეგ ახალი საუბრები და ამოცანები OpenAI-ის მოდელების წვრთნისთვის არ გამოიყენება.
Codex-ის პარამეტრებში არის ცალკე პარამეტრი გარემოების ჩართვა, რომელიც განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა Codex-ის თქვენი გარემოებიდან დამატებითი კონტექსტის გამოყენება OpenAI-ის მოდელების წვრთნისთვის. ChatGPT-ის პარამეტრის შეცვლა ან კონფიდენციალურობის პორტალის მეშვეობით უარის თქმა ამ პარამეტრს არ ცვლის.
რა ემართება შენახულ ჩატებს
პარამეტრის „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“ გამორთვა შენახულ ჩატებს არ შლის და არ მალავს.
ჩვეულებრივი ჩატები ისტორიაში რჩება.
დაარქივებული ჩატები არქივში რჩება.
პროექტების ჩატები თავიანთ პროექტებში რჩება.
ჩატის დაარქივება არ ცვლის იმას, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება OpenAI-ის მოდელების წვრთნისთვის. კვლავ მოქმედებს თქვენი პარამეტრი „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“.
დროებითი ჩატი
სანამ ეს ჩატები დროებითია, ისინი:
არ ჩანს თქვენი ჩატების ისტორიაში
არ ქმნის და არ აახლებს მეხსიერებაში შენახულ ინფორმაციას
არ გამოიყენება OpenAI-ის მოდელების გასაუმჯობესებლად
უსაფრთხოების მიზნით შეიძლება 30 დღემდე შეინახოს
საუბრის დაწყებამდე აირჩიეთ, იყოს თუ არა დროებითი ჩატი პერსონალიზებული. თქვენი ანგარიშისა და სამუშაო სივრცის პარამეტრების შესაბამისად, პერსონალიზებულ დროებით ჩატს შეუძლია გამოიყენოს მეხსიერებაში უკვე შენახული ინფორმაცია, მორგებული ინსტრუქციები და პლაგინები. ჩატის დაწყებისას შეგიძლიათ პერსონალიზაცია გამორთოთ.
თუ დროებით ჩატს შეინახავთ, ის თქვენს ისტორიაში ჩვეულებრივ ჩატად იქცევა და მასზე თქვენი ანგარიშის პერსონალიზაციისა და მოდელის გაუმჯობესების პარამეტრები გავრცელდება.
დროებითი ჩატის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: დროებითი ჩატი ChatGPT-ში.
თქვენი მონაცემების ექსპორტი
ანგარიშში შესულ ChatGPT Free, Go, Plus და Pro მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი მონაცემების ასლი ChatGPT-ის პარამეტრებიდან მოითხოვონ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ OpenAI-ის კონფიდენციალურობის პორტალი.
ChatGPT Business-ის, Enterprise-ისა და ChatGPT ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეებში მონაცემების დამოუკიდებლად ექსპორტი მიუწვდომელია. ამისთვის სამუშაო სივრცის მფლობელს უნდა მიმართოთ. შესაბამისი პირობების მქონე ChatGPT Edu-ს სამუშაო სივრცეებში ექსპორტი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, თუ მას ადმინისტრატორი ჩართავს.
მონაცემების ექსპორტის ინსტრუქციებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ დამატებით იხილეთ: ChatGPT-ის ისტორიისა და მონაცემების ექსპორტი.
თქვენი ანგარიშის წაშლა
ანგარიშში შესულ ChatGPT Free, Go, Plus და Pro მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი ანგარიში ChatGPT-ის პარამეტრებიდან წაშალონ. OpenAI-ის ანგარიშის წაშლა შეუქცევადია და მასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და გამოწერებზეც აისახება. მართულ სამუშაო სივრცეებში ანგარიშის დამოუკიდებლად წაშლა მიუწვდომელია. ამისთვის სამუშაო სივრცის მფლობელს უნდა მიმართოთ. მართულ ანგარიშთან დაკავშირებით დახმარებისთვის თქვენს ორგანიზაციას დაუკავშირდით.
ანგარიშის წაშლის ინსტრუქციებისა და გადახდებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის იხილეთ: ChatGPT-ის ანგარიშის წაშლა.
მეხსიერება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონტექსტი
მეხსიერება განსაზღვრავს, როგორ არგებს ChatGPT პასუხებს პირადად თქვენ. მოდელის წვრთნის პარამეტრები განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა შესაბამისი შიგთავსის გამოყენება OpenAI-ის მოდელების გასაუმჯობესებლად. ეს ცალკეული პარამეტრებია.
მეხსიერების ან პერსონალიზაციის გამორთვა არ თიშავს უსაფრთხოების ფუნქციებს. იშვიათ, მაღალი რისკის სიტუაციებში მათ შეიძლება შეზღუდული მოცულობით გამოიყენონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონტექსტი, რათა ChatGPT-ს უფრო უსაფრთხო პასუხის გაცემაში დაეხმარონ.
მეხსიერების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: მეხსიერება ChatGPT-ში.
მართული სამუშაო სივრცეები
ნაგულისხმევად, OpenAI არ იყენებს ChatGPT Business-ის, Enterprise-ის, Edu-ს ან ChatGPT ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცეების შიგთავსს თავისი მოდელების წვრთნისთვის.
მართულ სამუშაო სივრცეებში ასევე შეიძლება ორგანიზაციის დონეზე იყოს განსაზღვრული მონაცემთა შენახვის, მეხსიერების, მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წვდომის პარამეტრები.
თქვენი ორგანიზაციის კონფიდენციალურობის, მონაცემთა შენახვისა და წვდომის წესები კვლავ მოქმედებს.
კორპორაციული კონფიდენციალურობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: კორპორაციული კონფიდენციალურობა OpenAI-ში.
რეკლამის მართვა
სადაც რეკლამა ხელმისაწვდომია, მისი პერსონალიზაცია შეიძლება ცალკეული პარამეტრებით განისაზღვროს.
რეკლამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: რეკლამა ChatGPT-ში.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია შევცვალო პარამეტრი „მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის“?
დიახ, თუ ეს პარამეტრი თქვენი ანგარიშისთვის ხელმისაწვდომია. მშობლის ან მეურვის მიერ დაყენებულმა პარამეტრებმა და სამუშაო სივრცის მართვის მექანიზმებმა შეიძლება მისი შეცვლის შესაძლებლობა შეზღუდოს.
წაიშლება თუ არა ჩემი ჩატები მოდელის წვრთნის გამორთვისას?
არა. შიგთავსის მოსაშორებლად ცალკე წაშალეთ ჩატი ან თქვენი ანგარიში.
რა მოხდება, თუ წვრთნაზე უარი ადრე OpenAI-ის მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით ან კონფიდენციალურობის მოთხოვნის გაგზავნით ვთქვი?
OpenAI კვლავ გაითვალისწინებს ამ ანგარიშისთვის დაფიქსირებულ უარს.
რა მოხდება, თუ წვრთნაზე უარის თქმის შემდეგ გამოხმაურებას გავაგზავნი?
თუ გამოხმაურების გაგზავნას გადაწყვეტთ, მაგალითად, პასუხზე მოწონების ან არმოწონების ღილაკს აირჩევთ, ამ გამოხმაურებასთან დაკავშირებული მთელი საუბარი შეიძლება OpenAI-ის მოდელების წვრთნისთვის გამოიყენონ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: როგორ გამოიყენება თქვენი მონაცემები მოდელის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
